დღეს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელებენ:
- საქართველოს კანონის პროექტი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ლ. ჟორჟოლიანი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს არჯი ენერჯს შორის „არჯი ენერჯის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი