ევროკავშირის ქვეყნებში, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე მოთხოვნა 26% -ით შემცირდა, ხოლო ხოლო ელექტრო, პლაგ-ინ ჰიბრიდულ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა 69%-ით გაიზარდა,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ახალი ავტომობილების გაყიდვებმა ყველაზე მეტად ნორვეგიაში განიცადა ვარდნა: 2025 წლის იანვარში, მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76% შემცირდა.

ექსპერტების შეფასებით, ევროპის ავტოინდუსტრია დიდი გარდაქმნის პროცესშია: ტრადიციული მწარმოებლები იაფი ჩინური მოდელების კონკურენციას და გადავადებულ დეკარბონიზაციის პროცესს ებრძვიან.

გარდა ამისა, სექტორს ამერიკულ ტარიფებთანაც უწევს გამკლავება.

ACEA-ს მონაცემებით, ევროკავშირში, ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში ახალი ავტომობილების გაყიდვები იანვარში 3.5%-ით შემცირდა და 961,382 ავტომობილი შეადგინა.

ბენზინზე მომუშავე ავტომობილების რეგისტრაციებმა წინა იანვართან შედარებით დაახლოებით 26% დაკარგა, განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა საფრანგეთში (49%) და გერმანიაში (30%).

აქამდე ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს ევროპის ბაზრის თითქმის მესამედი ეკავა, ახლა კი ბაზრის დაახლოებით მეხუთედს შეადგენენ.

ამის პარალელურად;  ელექტრო (ბატარეით), პლაგ-ინ ჰიბრიდულ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა დაახლოებით 14%, 32% და 6%,  საერთო ჯამში ისინი ახალ რეგისტრაციათა 69%-ს შეადგენენ, 2025 წლის იანვრის თვესთან შედარებით 59%-იანი ზრდაა. ევროპულ ბაზარზე BYD-ის გაყიდვები 165%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ამერიკულ Tesla-ს მისი გაყიდვები კვლავ მცირდება, მიმდინარე წელს ევროპულ ბაზარზე მოთხოვნის კლებამ 17% შეადგინა.