სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 2025 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით 14 პროცენტით გაიზარდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 22.6 პროცენტიანი მატებით, რამაც 12.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 21.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 28.6 პროცენტიანი მატებით, რაც 16.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 16.4 პროცენტით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 8.3 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.23 და 1.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.