დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება.

 

„დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან. ამას კანონმდებლობაში შევა ცვლილებები, ამაზე იმსჯელებს პარლამენტიც და ყველანაირად იქნება დაზღვეული ისეთი პრობლემა, რომ შავ სიისთვის თავის არიდება ვერ მოახერხონ კომპანიებმა. მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.