აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკული ნავთობის შესყიდვით არის დაინტერესებული, რათა „გაუმაძღარი მადა“ დაიკმაყოფილოს.

„ისინი [ჩინელები] დათანხმდნენ იყიდონ ნავთობი შეერთებული შტატებისგან. ისინი ჩავლენ ტეხასში, ხოლო ჩვენ ჩინურ გემებს გავაგზავნით ტეხასში, ლუიზიანასა და ალასკაში“, - განაცხადა ტრამპმა ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია.