„ოჯახის წევრს აქვს უფლება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აგიკრძალოთ“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლაშა პიტნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მსგავსი მიმართულებით დაახლოებით 64 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენ თვითაკრძავლის მექანიზმში გვაქვს დამატებითი ნორმა, რომლის მიხედვითაც, ოჯახის წევრს აქვს უფლება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აგიკრძალოთ.
კანონით განსაზღვრულია თუ ვინ არის ოჯახის წევრი და სწორედ მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, ხოლო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ხდება ამ პირის აკრძალვა. ამ ეტაპისთვის ასეთი დაახლოებით 64 შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ლაშა პიტნავამ.