„საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-ს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) სავაჭრო ფინანსირების პროგრამის (TFP) ფარგლებში 45 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის რესურსი მოიზიდა.
ტრანზაქცია განხორციელდა საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) -ს ფარგლებში და წარმოადგენს მხარეებს შორის მე-15 წარმატებულ გარიგებას. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.
„მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინსტიტუტთან, Citi-სთან და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) პარტნიორობას ვაგრძელებთ, რაც ამჯერად 45 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით გამოიხატა. მსგავსი გარიგებები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ეფექტიანად დავუჭიროთ მხარი ბიზნესს და მათ ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით თანამედროვე გადაწყვეტები შევთავაზოთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ ასახავს იმ დიდ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები გვიცხადებენ და ქმნის საფუძველს, რომ Citi-სა და ADB-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ, რათა პარტნიორ ბიზნესებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
“ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან - საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს Citi-ის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვანი განვითარებადი ბაზრების ზრდასა და გაძლიერებას”, - განაცხადა ემრე უმუთმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელმა შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
„აღნიშნული გარიგება ნათლად აჩვენებს ადგილობრივ და გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ძლიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს ბანკის, Citi-ის და ADB-ის პარტნიორობა ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას“; - განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ფინანსირების პროგრამის ხელმძღვანელმა.