ეკონომიკაში ბრწყინვალე მდგომარეობაა, არანაირი გამოწვევა არ არსებობს. ერთადერთი პოლიტიკამ შეიძლება ჩამოშალოს. ეკონომიკაში არანაირი გამოწვევა არ არის გარდა პოლიტიკურისა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, კონფერენციაზე - „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“ განაცხადა.

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი და „ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში გამოწვევები არ არსებობს.

„ხელისუფლების რა გადაწყვეტილება არ მოგწონთ. მე არ ვიცი, ღრმა პოლიტიკაში ვერ შევალ, მაგრამ მთავრობის წევრები, რომლებსაც ვხვდები მაგათ ქმედებაში მე ვერანაირი ხარვეზი ვერ შევნიშნე. მე ეკონომიკაზე ვსაუბრობ.

ეკონომიკაში ბრწყინვალე მდგომარეობაა, არანაირი გამოწვევა არ არსებობს. ერთადერთი პოლიტიკამ შეიძლება ჩამოშალოს. ეკონომიკაში არანაირი გამოწვევა არ არის გარდა პოლიტიკურისა. მზარდია და გავიზრდებით კიდევ. ძალიან დიდ ზრდას პროგნოზირებენ. ჩემი და მთავრობის არ არის GALT & TAGGART-ის პროგნოზია. ბუმი იქნება, თუ პოლიტიკური სტაბილურობა იქნება“, - განაცხადა პაპაშვილმა.

წყარო: bm.ge