ჩინეთის ელექტრომობილების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიის,  BYD-ს გაყიდვების ზრდა შენელდა.

აგვისტოში გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0,1%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში BYD-ის  კონკურენტები ბევრად უკეთ გამოიყურებიან: Geely-მ გაყიდვები 38%-ით გაზარდა, Leapmotor-მა და Nio-მ რეკორდული მიწოდებები აჩვენეს, Xpeng-მ სამჯერ მეტი მანქანა გაყიდა, ხოლო Xiaomi-მ თვეში 30 000 ელექტრომობილს მიაღწია. Bloomberg-ის ინფორმაციით, BYD-ს მოგება 30%-ით შემცირდა და კაპიტალიზაცია $6 მილიარდით დაეცა.

სუსტი შიდა გაყიდვების და მკვეთრი კონკურენციის ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლოს BYD დაახლოებით 4,9–5,1 მილიონ ავტომობილს გაყიდის, რაც მიზნად დასახულ 5,5 მილიონზე ნაკლებია.

კომპანია სეზონის პიკისთვის ფასდაკლებების გარეშე ემზადება და ცდილობს შეინარჩუნოს წილი მსოფლიოში ყველაზე კონკურენტულ ბაზარზე.