ამერიკული კორპორაცია Boeing-ის აქციები დღეს, 8%-ით დაეცა ინდოეთში Air India 787-8 Dreamliner-ის ჩამოვარდნის შემდეგ. ეს Boeing 787-ის პირველი ჩამოვარდნაა.

თვითმფრინავი 12 ივნისს დასავლეთ ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა.

ჩავარდნის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. Boeing-მა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ კომპანია ინფორმაციას აგროვებს.