ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 13-14 დეკემბერს, ბათუმის ტექნოპარკში ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი გაიმართა.

ჰაკათონი მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებისთვის ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნას.

ორდღიან ტექნოლოგიურ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტარტაპერებმა, დეველოპერებმა, დიზაინერებმა, სტუდენტებმა და ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულმა პირებმა მთელი საქართველოდან.

დემო დღეზე 17 გუნდმა წარუდგინა საკუთარი იდეები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელში გამარჯვებულებიც ჟიურის მიერ გამოვლინდნენ. კონკურსზე გამოვლინდა ბაზისბანკის რჩეული გუნდი “Around Me”, რომელიც ბანკისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

„მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გამართული ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ხელს უწყობდა რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის ინოვაციური და პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნას. ბაზისბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ტურიზმის სფეროს განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს.” - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.