‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora 2024“-ის დაჯილდოების ფარგლებში, წლის გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

'Meliora 2024'-ის წლის „პასუხისმგებელი დამსაქმებლის“ კატეგორიაში, გამარჯვებული მსხვილი  კომპანია, ბაზისბანკი გახდა.

2022 წლიდან, ბაზისბანკის თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა და 1000-მდე გაიზარდა, რაც ბანკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ბაზისბანკის 2023 წლის სტრატეგიულ ამოცანად დასახელდა.

პროექტის “BB ერთობა“ ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თანამშრომელთა კმაყოფილების ხარისხი, გაიზარდა მათი პროდუქტიულობა და ბანკის მიმართ ლოიალობა. წინა წელთან შედარებით, თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პროექტი “BB ერთობა“ ხელს უწყობს ბაზისბანკში უსაფრთხო, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც თანამშრომლების საჭიროებები პრიორიტეტულია, ხოლო ერთ გუნდად მუშაობა – სასიამოვნო. სამომავლოდ, თანამშრომლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, დაგეგმილია პროექტის განახლება და გაფართოება.

ბანკი, ასევე წარმოდგენილი იყო კატეგორიაში „საზოგადოების მხარდაჭერა“, რომელშიც პროექტით „ბაზისბანკი - სოციალური მეწარმოების მხარდამჭერი“, ფინალისტებს შორის მოხვდა.

'Meliora 2024'-ის ყოველწლიური კონკურსის ფარგლებში, ბიზნესკომპანიებს ჯილდო იმ საუკეთესო ინიციატივებისა და პროექტებისთვის გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

კონკურსის ცხრა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს.

„ბაზისბანკის წარმატების ფორმულა, ეკონომიკური წინსვლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სინთეზს ემყარება. უდავოა, რომ კონცენტრირება ბიზნესის მდგრადობასა და მასთან ერთად ეთიკურ სტანდარტებზე, საზოგადოების კეთილდღეობასა და გარემოს დაცვის საკითხებზე უფრო წარმატებულსა და კონკურენტუნარიანს ხდის კომპანიას. მადლობა მინდა გადავუხადო ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და HR-ის გუნდებს, რომელთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა პროექტი, რომელმაც აღიარება მოიპოვა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მხრიდან.“ - დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი.

'Meliora 2024' CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა.