“ბაზარზე ბევრი ფრილანსერია, რომლებიც კომპანიებთან შედარებით მიზერულ ფასად სთავაზობენ მარკეტინგულ სერვისებს ბიზნესს, თუმცა შედეგებს ვერ დებენ” – ამის შესახებ კომერსანტთან საუბრისას Wake Up Marketing-ის თანადამფუძნებელმა რონი ხუხაშვილმა  განაცხადა. მისივე თქმით, დღესდღეობით ბაზარზე მარკეტინგული კომპანიებისა და ფრილანსერების რაოდენობა იზრდება.

ბოლო პერიოდში მარკეტინგული კომპანიებისა და ფრინლანსერების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ამის მიზეზი ისაა რომ მოთხოვნა ბაზარზე დიდია, ყველა კომპანიას სჭირდება სოც. მედიის არხებით კომუნიკაცია აუდიტორიასთან. ასევე სფეროში შემოსვლის ზღვარია ძალიან დაბალია და ყველა ვისაც აქვს ტელეფონი და სურვილი რომ კონტენტი შექმნას, საკუთარ თავს მარკეტოლოგად მოიაზრებს.

კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა. ბაზარზე შეიქმნა ბევრი კომპანია პროფესიონალი გუნდით აპარატურითა და სტრუქტურით, მაგრამ ბევრად მეტია დამწყები ფრილანსერი, რომლებიც კომპანიებთან შედარებით მიზერულ ფასად სთავაზობენ მარკეტინგულ სერვისებს”. - აცხადებს Wake up marketing-ის თანადამფუძნებელი რონი ხუხაშვილი.

რონი ხუხაშვილი ასევე აცხადებს, რომ დღესდღეობით ბაზარზე ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის მხრიდან მარკეტინგული ცოდნის არ ქონაა. მისივე თქმით, კომპანიებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ მარკეტინგული სააგენტოების შერჩევას.

ყველაზე დიდი გამოწვევა მარკეტინგული ცოდნის არ ქონაა ბიზნესების მხრიდან. ბიზნესის მფლობელებმა იციან, რომ მარკეტინგი სჭირდებათ, მაგრამ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს კონტენტი და როგორ უნდა გაზომონ მისი ეფექტიანობა ნაკლებად ესმით. ამის გამო ხშირად ისინი ირჩევენ ნაკლებად კომპეტენტურ, მაგრამ იაფ სააგენტოებს, რომლებიც სიღრმისეული ანალიზისა და მიზნების დადგენის გარეშე აკეთებენ კონტენტს და ხშირად უბრალოდ სხვა ბაზრებზე არსებულ ტრენდებს აკოპირებენ. და როცა ასეთი მუშაობით შედეგი არ დგება ბიზნესებს ზოგადად სააგენტოების მიმართ ნდობა ეკარგებათ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს. პირველ რიგში, ყველაზე მარტივი გზა არის თვითონ სააგენტოს მარკეტინგული აქტივობის შეფასება. თუ სააგენტო საკუთარი კომპანიის მარკეტინგს ვერ ართმევს თავს სხვისი წარმატებამდე მიყვანაც გაუჭირდება. ასევე დამკვეთს კარგად უნდა ესმოდეს თავისი მიზანი, და უნდა შეაფასოს სააგენტოს მიდგომა პროექტის მიმართ. რამდენად სწორად ესმით ბრენდის მთავარი სათქმელი და რამდენად შეუძლიათ მისი საინტერესოდ შეფუთვა”. - განაცხადა რონი ხუხაშვილმა.