ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების შესათავაზებლად დიდი გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. ღონისძიების ორგანიზატორი People – Real Estate-ია, რომლის ერთ-ერთი სახე რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა.

როგორც სარეკლამო რგოლშია ნათქვამი People – Real Estate-ის გუნდმა უძრავი ქონების ექსკლუზიური ობიექტები და ბათუმის საუკეთესო  დეველოპერები ერთ ადგილზე შეკრიბა და გამოფენის ვიზიტორებს სთავაზობენ:

დიდ ფასდაკლებას უძრავი ქონების შეძენაზე.

დსთ-ს ქვეყნებიდან საქართველოში თანხების გადარიცხვის შესახებ კონსულტაციას.

იურიდიული კონსულტაცია (იპოთეკა, ბინადრობის ნებართვა, საბანკო ანგარიშების გახსნა)

უნიკალური საინვესტიციო შეთავაზებები 50% წლიური შემოსავლით

ფურშეტი და ღონისძიების დასასრულს ირაკლი ფირცხალავას კონცერტი.

ღონისძიება 29-30 ივლისს ანბანის კოშკთან მოედანზეა დაგეგმილი.

როგორც სარეკლამო ბანერზეა აღნიშნული ღონისძიებაში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები, მარდი ჰოლდინგი, ტერასა გრუპი, ელთ ბილდინგ დეველოპმენტი, გურუ ჰოლდინგი, ჰორიზონ ბათუმი, დრიმლენდ ოაზის ჩაქვი, მეტრო სითი ბათუმი, კონექსუს კრიპტო, სმარტ ჰომ სილუშენი, გრინ კეიპი ბათუმი, ენ ჯი კომპანი, როგანტინი, ტონვექსი, გუმბათი გრუპი, მანდარინ ქლაბ ჰაუსი.

სარეკლამო ბანერზეა აღნიშნული კომპანია არქიც, თუმცა კომპანია გამოფენაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.