2023 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების 62% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.- ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.
დოკუმენტის თანახმად 2023 წლის პირველ კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2038 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, საიდანაც 1256 მათგანი რუსეთის 447 მოქალაქის საკუთრებაა.
რაც შეეხება 2022 წელს, შარშან 12 თვის განმავლობაში საქართველოში 2 702 მიწის ნაკვეთი რუსეთის 1 241 მოქალაქემ დაირეგისტრირა, სომხეთის 73-მა მოქალაქემ 248 მიწის ნაკვეთი, უკრაინის 64-მა მოქალაქემ 118 მიწის ნაკვეთი, საბერძნეთის 60-მა მოქალაქემ კი შარშან 133 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.