კომპანია “ბადაგის” პროდუქცია ძვირდება. როგორც "ბადაგის" დამფუძნებელმა ვახტანგ ყაჯრიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, “ბადაგის” მიერ წარმოებული ნატურალური ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის ფასი დაახლოებით 5-10%-ით მოიმატებს.

“ვფიქრობთ, რომ პროდუქტის ღირებულება 10%-ით მოიმატებს, რადგან ხელფასები  ყოველ წელს იზრდება. “ბადაგს” 3 წელია, პროდუქტი არ გაუძვირებია. ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა დიდი ხნის გამოცდილებაა”, - განაცხადა  ვახტანგ ყაჯრიშვილმა.

მისი თქმით, წინა წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები წელს დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.

“გაყიდვები 20%-ით გაზრდილია. ჩვენი მომხმარებლები არიან, როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები, რაც  ვფიქრობთ, ხალხის რაოდენობის ზრდამ განაპირობა. ექსპორტს არ ვგეგმავ, რადგან წარმოება არ მყოფნის. გამოწვევა კვალიფიციური მუშახელის დეციტია. ამჟამად კომპანიაში  220 ადამიანი მუშაობს”,-განაცხადა  ვახტანგ ყაჯრიშვილმა.

ცნობისთვის, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი" 11  წელია ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიას ამჟამად 9 მაღაზია-სტენდი აქვს, აქედან ერთი ბათუმში და თელავში. ამასთან, „ბადაგის“ წარმოებული ტკბილეული იყიდება სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ქსელში.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"