abc.az-ის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანიდან  ექსპორტზე 118,922 ტონა პომიდორი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 142 მილიონი დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, პომიდვრის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა, ხოლო საექსპორტო პროდუქტის რაოდენობის ზრდამ  5%-ს მიაღწია.

2024 წელს პომიდორმა აზერბაიჯანის საერთო ექსპორტის 5.06% შეადგინა.