TBC Capital-ის დირექტორი ოთარ შარიქაძე ამბობს, რომ ALMA-ს ობლიგაციებზე დიდი მოთხოვნა იყო და იმედოვნებს, რომ კომპანია საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე ემისიებს გააგრძელებს. თბილისის და ბათუმის გარე რეკლამების ლიცენზიატმა კომპანიამ ALMA-მ ორწლიანი 30 მლნ დოლარისა და 8.5 მლნ ევროს მოცულობის ობლიგაცია 25 ივლისს გამოუშვა.

"ALMA-ისთვის ეს პირველი განთავსება იყო. ყოველთვის სასიხარულოა, როცა კაპიტალის ბაზარზე ახალი ქართული კომპანია წარმატებით ათავსებს ობლიგაციებს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ მოთხოვნა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მიწოდება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ALMA შემდეგ თვეებში და შემდეგ წლებშიც გააგრძელებს ემისიებს.

ვხედავთ, რომ კაპიტალის ბაზარზე აქტივობა წლების განმავლობაში მზარდია. დღეისთვის ბაზარმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ვხედავთ, რომ წელს არსებულმა მოთამაშეებმა, რომელთა აქამდეც გამოშვებული ჰქონდათ ობლიგაცია, დამატებითი ემისიების განათავსეს, ასევე ახალი სახელებიც გამოდიან. მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა განთავსებაზე და მგონია, რომ წელი მთლიანად კაპიტალის ბაზრისთვის საკმაოდ აქტიური იქნება, როგორც დოლარში განთავსების, ისე ევროსა და ლარში დენომინირებული ობლიგაციებისთვის. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ ALMA ის სექტორია, რომელიც კაპიტალის ბაზარზე წარმოდგენილი არ იყო, აქედან გამომდინარე დივერსიფიკაციის შესაძლებლობა ინვესტორებისთვის ასევე სასიხარულოა", - ამბობს შარიქაძე.

bm.ge