2025 წლის 26 ივნისს, ნინბოში (ჩინეთი), შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, Achar Energy-სა და Chint Group-ის შვილობილ Chint Green Energy Turkey-ს შორის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ მუშაობას განახლებადი ენერგიის მიმართულებით - მხარეები გეგმავენ ბაზრის შესაძლებლობების ანალიზს, ახალი ბიზნეს მოდელების განვითარებას, ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. შეთანხმება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა აღჭურვილობის მიწოდება, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სერვისები და მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება.

ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ Chint Green Energy-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლუ ჩუანი, Chint Green Energy Turkey-ის საბჭოს წევრი ერჩუმენტ კაია და Achar Energy-ის გენერალური მენეჯერი ჩაღათაი ულქერი.

მხარეების განცხადებით, ეს შეთანხმება წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი, მდგრადი და მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული პარტნიორობის ჩამოყალიბებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება, არამედ ისეთი პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ენერგეტიკულ სექტორს, საზოგადოებასა და გარემოს, -“ აღნიშნა Achar Energy-ის გენერალური მენეჯერი ჩაღათაი ულქერმა.

Achar Energy-ს შესახებ

Achar Energy წარმოადგენს Eksim Holding-ის განახლებადი ენერგიის კომპანიას, რომელიც ფოკუსირებულია სუფთა, მდგრადი და ინოვაციური ენერგეტიკული გადაწყვეტილებების განვითარებაზე. კომპანია საქართველოსა და თურქეთში აქტიურად ახორციელებს ჰიდროენერგეტიკულ, მზის და ქარის ენერგიის პროექტებს.

კომპანიის მისიაა ხელი შეუწყოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, მწვანე ტრანზიციის დაჩქარებას და გარემოსდაცვითი სტანდარტების უმაღლეს დონეზე დანერგვას. Achar Energy საკუთარ საქმიანობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას.

Eksim Holding-ის შესახებ

Eksim Holding, რომლის ნაწილი Achar Energy გახლავთ, თურქეთის ერთ-ერთი ძლიერი და მრავალპროფილური ჰოლდინგია, რომელიც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტელეკომუნიკაციების სექტორებში ოპერირებს.