რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რთული იქნება, რადგან შეთანხმების შესახებ მემორანდუმების პროექტები დიამეტრულად საპირისპიროა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ბუნებრივია, არავინ ელის მარტივ გზას. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული საუბარი იქნება. პროექტები დიამეტრულად საპირისპიროა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა შედეგებს ელის მოსკოვი მოლაპარაკებების მესამე რაუნდისგან.

მისივე თქმით, რუსეთის დელეგაცია კიევთან მოლაპარაკებებისთვის თურქეთში გაემგზავრა. შეხვედრა დღეს საღამოს არის დაგეგმილი.

პესკოვის განმარტებით, დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებების ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებები არ არის.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, დღის წესრიგში მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებული საკითხები შედის. მხარეები ასევე განიხილავენ ორმხრივი გაცვლის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.