აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განვითარებადი აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის მიმდინარე მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2%-ით შეამცირა. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის ანგარიშშის მიხედვით რეგიონის ეკონომიკები მიმდინარე წელს 4.7%-ით გაიზრდება, რაც აპრილის პროგნოზს 0.2%-ით ჩამოუვარდება. მომავალი წლის მოლოდინიც შემცირდა 4.7%-დან 4.6%-მდე. პროგნოზის შემცირება ექსპორტის მოსალოდნელმა შემცირებამ განაპირობა. კერძოდ, აშშ-ის მიერ ტარიფების ზრდისა და გლობალურ ვაჭრობაში არსებული გაურკვევლობის ფონზე ადგილობრივი მოთხოვნის შესუსტება ფიქსირდება.

,,განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის პერსპექტივები შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს აშშ-ის ტარიფებისა და სავაჭრო დაძაბულობის გამწვავებით. სხვა რისკებს შორისაა კონფლიქტები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რამაც შესაძლოა მიწოდების გლობალური ჯაჭვები დაარღვიოს და გაზარდოს ენერგოპროდუქტების ფასები", - ნათქვამია აზიის განვითარების პროგნოზის 2025 წლის ივლისის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, გაუარესებული სავაჭრო ვითარება ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკებს დააზარალებს. - "ADB ქვერეგიონის ეკონომიკების ზრდას წელს 4.2%-ით, მომავალ წელს კი 4.3%-ით ვარაუდობს, რაც თითქმის ნახევარი პროცენტით ნაკლებია აპრილის მოლოდინებთან შედარებით. დაღმავალ ტენდენციებს არ იზიარებს ქვერეგიონის ზრდის პროგნოზი 2025 და 2026 0.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 5.5% და 5.1% შეადგინა, რასაც დიდწილად განაპირობებს ნავთობპროდუქტებზე ფასების მოსალოდნელი ზრდა. ინფლაცია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში შენელებას განაგრძობს, ნავთობის ფასების შემცირებისა და სოფლის მეურნეობაში მაღალი მოსავლიანობის გამო, რამაც საკვებ პროდუქტებზე ფასები შეამცირა. ADB წელს რეგიონულ ინფლაციას 2.0%-ს, ხოლო მომავალი წელს 2.1%-ს ელოდება, რაც შემცირებულია აპრილის შესაბამისად 2.3% და 2.2%-თან შედარებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.