კანადურმა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა და საცალო ვაჭრობის კომპანია Lululemon Athletica-მ ეროვნულ საფეხბურთო ლიგასთან (NFL) პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ლიგაში მონაწილე ყველა 32 ამერიკული ფეხბურთის გუნდის სიმბოლოებით პროდუქციის ხაზის გამოშვება.
Lululemon-მა განაცხადა, რომ ახალი კოლექცია გაყიდვაში 28 ოქტომბერს გამოვა. კომპანია მამაკაცის და ქალის ტანსაცმელს, ასევე აქსესუარებს გაყიდის.
კომპანიის აქციების ფასი ორშაბათს, წინასაბირჟო ვაჭრობის დროს 4%-ით გაიზარდა.