2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 26 სადაზღვევო ბროკერია. წინა წელს მათი რაოდენობა 24 იყო. 
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სახმსახურის მონაცემებით, ეს ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება.

ბროკერებს შორის 2025 წელს ყველაზე მეტი პრემია (ხელშეკრულებებიდან გამომდინარე) - 21 მილიონ ლარზე მეტი  "სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს"-ზე მოდის.

მაორეა "დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერი გრეკო ჯორჯია" 13 მილიონზე მეტი პრემიით. მესამეა უცხოური საწარმოს ფილიალი „ზამან ინშუარენს&რეინშუარენს ბროკერ-ის ფილიალი“ 12 მილიონზე მეტი პრემიით.
რაც შეეხება საკომისიეობს, ჯამში ყველა ბროკერზე მან 14 მილიონზე მეტი შეადგინა. წინა წელს ეს მაჩვენებელი 12 მილიონზე ოდნავ მეტი იყო.  
 
საბროკერო კომპანიების განმარტებით, ბროკერის საქმიანობის უპირატესობა მომხმარებლისთვის ისაა, რომ მათ ეზოგებათ დრო, რადგან არ უწევთ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან საუბარი, კონტრაქტების კითხვა, მათი წინადადებების შედარება, რაც დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. 

jandacva.ge