სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი VEON–ი სათაო ოფისის  ამსტერდამიდან დუბაიში გადატანას გეგმავს – ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა. კომპანიის საოპერაციო ცენტრი დუბაიში 2022 წლიდან მდებარეობს.

შტაბ-ბინის გადატანის გადაწყვეტილება ასახავს ფოკუსის სტრატეგიულ ცვლილებას იმასთან დაკავშირებით რომ კომპანიის საქმიანობა იყოს ახლოს იმ ბაზრებთან, სადაც ის ოპერირებს.

VEON–ი ოპერირებს უკრაინის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ყაზახეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის ბაზრებზე. კომპანიის უმსხვილესი აქციონერიაLetterOne, რომელიც ფლობს VEON–ის აქციების 45.5%-ს. VEON–ი ივაჭრება NASDAQ-სა და Euronext-ზე.

interfax