ევროკავშირი და უკრაინა „დრონების შეთანხმებას“ გააფორმებენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში,უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, კიევში გამართულ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის ორდენით დააჯილდოვა.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავდაცვით-სამრეწველო სფეროში პარტნიორობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. ის, რასაც დღეს გავაფორმებთ, ჩვენი საკუთარი „დრონების შეთანხმებაა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპამ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებიდან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

„თქვენი გამოცდილება, რომელიც დრონებთან და დრონების საწინააღმდეგო სისტემებთან მუშაობისას მიიღეთ, ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენ ამ გამოცდილების გამოყენებით ერთად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.