აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დოკუმენტი ითვალისწინებს „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების“ დამტკიცებას.
ბრძანებულების მიხედვით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს მისი პირობების შესრულებას, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მხარეს შეატყობინებს შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.