15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედ გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6344 ლარი გახდა.

შედეგად, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით მოიმატა.

ამასთან, ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა — 1 ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0072 ლარი შეადგინა, რაც წინა მაჩვენებელზე 0.46 თეთრით მეტია.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებითაც ლარის კურსი შემცირდა. 1 ფუნტი სტერლინგის ღირებულება 3.5275 ლარს შეადგენს, რაც 0.27 თეთრით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მისი ოფიციალური კურსი 5.60 თეთრით განისაზღვრა.