2026 წლის მარტში ქართულ ავტობაზარზე ახალი საერთაშორისო ბრენდი გამოჩნდა, რომელიც დიდი სისწრაფით იკრებს პოპულარობას. Great Wall Motors 170-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. დღესდღეობით მსოფლიოში 17 მილიონზე მეტი GWM ავტომობილი მოძრაობს.
GWM-ს თითქმის 50-წლიანი ისტორია აქვს. კომპანია 1984 წელს დაარსდა და 1997 გახდა პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც ჩინური მანქანების საზღვარგარეთ გაყიდვა დაიწყო. დღეს კი ჰოლდინგი ათასობით შოურუმს აერთიანებს. ასევე, კომპანია ფლობს ქარხნებს ტაილანდში, ბრაზილიასა და გერმანიაში. მწარმოებლის მიდგომა მთელი ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა - მთავარი ორიენტირი გამძლე ავტომობილები და ტექნოლოგიური განვითარებაა. მიდგომის წარმატებას კომპანიის ზრდის ბოლო მონაცემებიც ადასტურებს. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საერთაშორისო გაყიდვები 37%-ით გაიზარდა.
დღეს ჩინურ გიგანტს საქართველოშიც აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა GWM Georgia-ს სახით. ამჟამად ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ავტოკონცერნის სამი ყველაზე პოპულარული ხაზის - Haval, Tank და Poer - მოდელები.
საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის არსებობა მომხმარებლისთვის დამატებით პრაქტიკულ ბენეფიტებს ნიშნავს. არაოფიციალური იმპორტიორებისგან განსხვავებით, შოურუმში ავტომობილის შეძენისას მყიდველი იღებს ოფიციალურ ქარხნულ გარანტიას. შესაბამისად, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელია უშუალოდ მწარმოებელთან გადამზადებული გუნდი. ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ დღეს ჩინური მანქანები საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
შოურუმში წარმოდგენილია HAVAL-ის ხაზის ორი მოდელი: Jolion და H6. ორივე ხაზის შემთხვევაში ხელმისაწვდომია როგორც კლასიკური ბენზინის, ისე ჰიბრიდული ძრავები. ავტომობილები უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. HAVAL შექმნილია ქალაქში ყოველდღიურად კომფორტული გადაადგილებისთვის, მაგრამ უპრობლემოდ ივლის ქალაქგარეთ, უასფალტო გზებზეც.
TANK დღესდღეობით GWM-ის ყველაზე ცნობილი ხაზია. პრემიუმ ყველგანმავალი შოურუმში სამი მოდელითაა წარმოდგენილი: Tank 300, 400 და 500. ეს არის განსაკუთრებით გამძლე ავტომობილები მყარი გარე კონსტრუქციითა და კომფორტული ინტერიერით, რომელიც აღჭურვილია პროფესიონალური Off-Road შესაძლებლობებით. გათვლილია იდეალურად იმოძრაოს ნებისმიერ გარემოში, მათ შორის ქალაქგარეთ გაუვალ ადგილებშიც კი.
POER კი ორკაბინიანი პიკაპია, რომელიც ძირითადად ქალაქგარე ცხოვრებისთვის იქმნება. გათვლილია იყოს მაქსიმალურად ადაპტირებადი დატვირთვის ქვეშ და მარტივად გაუმკლავდეს მძიმე სამუშაოებს. გამოირჩევა გამძლეობით, მაღალი ტვირთამწეობით, ძლიერი ძრავითა და რთულ რელიეფზე გლუვი, სტაბილური მოძრაობით.
GWM-ის შოურუმი თბილისში მყიდველს ადგილზე ავტომობილის ყიდვის გარდა ლიზინგსა და ავტოგანვადებას სთავაზობს. ასევე ავტოცენტრში მოქმედებს Trade-In და BuyBack პროგრამები. თუ მყიდველი არჩევანში დარწმუნებული არ არის და რამდენიმე მოდელი აინტერებს, შესაძლებელია კონსულტაციის დისტანციურად გავლა და ტესტ დრაივის დაჯავშნა.
GWM Georgia-ს ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს. კომპანია მომავალში წარმომადგენლობისა და სერვისის ქსელის რეგიონებში გაფართოებას გეგმავს. მთავარი მიზანი ქართველი მყიდველისთვის უბრალოდ ხარისხიანი ჩინური მანქანების შეთავაზება კი არა, ავტომობილის მომსახურების ძლიერი ეკოსისტემის შექმნაა. მომსახურება სრულად ფარავს მომხმარებლის ყველა საჭიროებას ავტომობილის შესყიდვის შემდგომი პროცესების ჩათვლით.