რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 2026 წლის 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

ინფორმაციას ბილეთების პლატფორმა Biletebi ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, კონცერტი არტისტის მოთხოვნით გაუქმდა.

კომპანიის ცნობით, შეძენილი ბილეთების თანხა ავტომატურად იმავე საბანკო ბარათზე დაბრუნდება, რომლითაც გადახდა განხორციელდა. თანხის ანგარიშზე ასახვას, სავარაუდოდ, 3-5 სამუშაო დღე დასჭირდება.

მსოფლიო ტურნეს ფარგლებში არტისტი ქართულ სცენაზე 16 ივლისს უნდა წარმდგარიყო, ღონისძიება კი რუსთავის ავტოდრომზე იყო დაგეგმილი.