უეფა-ს მსაჯთა კომიტეტმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის მთავარი არბიტრი შეარჩია – შეხვედრას სლოვენიელი მარტინ მატოშა განსჯის.
31 წლის სლოვენიელ არბიტრს ქართული კლუბის მონაწილეობით მატჩის მსაჯობის გამოცდილებაც აქვს. 2024 წელს მან კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა იმსაჯა, რომელშიც ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად ნიქოზიის „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.