„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია GQ France-ის 2026 წლის „Men of the Year“ („წლის ადამიანები“) რჩეულებს შორის მოხვდა. ფრანგულმა გამოცემამ ქართველი ფეხბურთელი წლის რვა გამორჩეულ პიროვნებას შორის დაასახელა და მას სპეციალური ფოტოპორტფოლიო და პირადი კითხვარი მიუძღვნა.
GQ France-ის ყოველწლიური პროექტი „Men of the Year“ სხვადასხვა სფეროში განსაკუთრებული მიღწევებით გამორჩეულ ადამიანებს აერთიანებს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ პიროვნებებზე, რომლებმაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მოდაზე, კინოზე, მუსიკაზე, სპორტსა და კულტურაზე.
კვარაცხელიას შერჩევის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში მიღწეული წარმატებაა. ქართველმა ფეხბურთელმა 2025-2026 წლების სეზონში გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ტურნირის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ იქცა. GQ-ის პროექტში მისი მოხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფეხბურთელის მზარდ საერთაშორისო ცნობადობასა და გავლენას, რომელიც სპორტული მოედნის ფარგლებს სცდება.