ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.

მათივე შეფასებით, 2026 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.8%-ით გაიზარდა 470 მლნ აშშ დოლარამდე.

“ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმის შემოსავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+4.7% წ/წ)“, - წერია მიმოხილვაში.