ამერიკული Uber და ბრიტანული Wayve ხუთშაბათს ლონდონში რობოტაქსის სერვისს იწყებენ, – წერს The Wall Street Journal.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში Uber-ის მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ მიიღონ Wayve-ის თვითმართვადი ტექნოლოგიით აღჭურვილი მანქანა, თუმცა საჭესთან მაინც იქნება ადამიანი - მძღოლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მართვას თავის თავზე აიღებს. კომპანიებს ჯერ არ მიუღიათ მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა სრულად თვითმართვადი ავტომობილებისთვის.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რობოტაქსი ლონდონში ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთულია ქალაქში ნავიგაცია ასეთი მანქანებისთვის უფრო დამკვიდრებულ ჰაბებთან შედარებით“, აღნიშნავს Wayve-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექს კენდალი.