საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2 471.5 ლარი შეადგინა. მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 153.8 ლარით არის გაზრდილი.
ქალების საშუალო თვიური ხელფასი ამავე პერიოდში 1 944.9 ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 161.4 ლარით მეტია.
საწარმოთა ზომის მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საშუალო ბიზნესში დაფიქსირდა და 2 918.9 ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის მსხვილი ბიზნესი 2 622.8 ლარით, ხოლო მცირე ბიზნესში საშუალო ხელფასი 1 972.3 ლარი იყო.
ამასთან, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 828 354 ადამიანი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1%-ით მეტია.
დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა — 42.6%. საშუალო ბიზნესის წილი 19.7%, ხოლო მცირე ბიზნესის — 37.7% იყო.