ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა, - ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის „ვნუკოვოს“ და „შერემეტიევოს“ აეროპორტებში ფრენები უკვე ზედიზედ მეორე ღამეა რაც გადაიდო ან გაუქმდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათო გახდა.

მოსკოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაცია „როსავიაციამაც“ დაადასტურა.

ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, „შერემეტიევოს“ აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო „ვნუკოვოს“ აეროპორტში 22 რეისი გაუქმდა და 94 გადაიდო.

მანამდე, თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე რეისი „ტექნიკური და ოპერაციული“ მიზეზების გამო გაუქმდა.

ipn.ge