ესპანეთის აეროპორტისა და საჰაერო ნავიგაციის ოპერატორი Aena ეძებს მყიდველს თავისი Piper PA-23 Apache-სთვის, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ოფიციალურად მიტოვებულად გამოცხადდა სევილიის აეროპორტში. თვითმფრინავი ახლა საჯარო აუქციონზეა გამოტანილი, საწყისი ფასით მხოლოდ 10 ევრო, პლუს 0.50 ევროს დეპოზიტი.
როგორ შეიძლება თვითმფრინავი ოფიციალურად გამოცხადდეს უპატრონოდ?
Aena–ს პრესსამსახურმა Euronews Travel–ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი სევილიის აეროპორტში, სულ მცირე, 2018 წლიდან დგას.
„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ მფლობელთან დაკავშირება“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. „ვინაიდან ვერავის დავუკავშირდით, აეროპორტმა თვითმფრინავთან დაკავშირებული სიტუაცია სამჯერ გამოაცხადა ოფიციალურ სახელმწიფო გაზეთში, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს მისი საკუთრებაში დაბრუნება სურდა“.
რადგან მფლობელი არ გამოჩნდა, თვითმფრინავი ახლა აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად.
Aena–მ განაცხადა, რომ კომპანიამ აუქციონის გამოცხადების შემდეგ მრავალი ელექტრონული წერილი მიიღო, რაც მიტოვებული თვითმფრინავის მიმართ საზოგადოების ინტერესს ადასტურებდა.
მათ დასძინეს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს, კომპანიას ან დაწესებულებას შეუძლია წარმოადგინოს შეთავაზება აუქციონის პირობებში მითითებული პროცედურების დაცვით.