თურქეთში, 2023 წლის ოქტომბერში მიმდინარე ანგარიშის 186 მილიონი დოლარის პროფიციტი დაფიქსირდა, წინა წლის 815 მილიონი დოლარის დეფიციტთან შედარებით. ამის შესახებ თურქეთის ცენტრალური ბანკი იტყობინება.
ქვეყანამ ზედიზედ მეორე თვეა, რაც მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი დააფიქსირა. სექტემბერში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,91 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამავდროულად, თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TurkStat) მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე შემცირდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში უმუშევრობის დონემ 8,5% შეადგინა. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 9,1% იყო.
უმუშევართა რაოდენობა ოქტომბერში 163 ათასით შემცირდა და 2,961 მილიონი შეადგინა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 246 ათასით - 31,835 მილიონამდე გაიზარდა.