აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საწვავზე ფასების ზრდას უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები და „დემოკრატები“ იწვევენ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „ბენზინის ფასების ზრდას უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ იწვევს“.

„ის, რაც ბენზინის ფასების ზრდას იწვევს, უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ არის, რადგან იქ რეკორდული რაოდენობით ბარელი გადის, არამედ - „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“, რომლებსაც რუსეთში უკრაინა აფეთქებს, ხოლო ლურჯ შტატებში, როგორიც კალიფორნიაა, მათ [ქარხნებს] „დემოკრატები“ ხურავენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.