ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა.
„პროგრამა მოიცავს 364 დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ 3 400-ზე მეტ ვაკანსიას, რომელზეც გაკეთდა 55 800-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც უნიკალური იყო 5 600-ზე მეტი. 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების, კურსდამთავრებულების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და ის ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, გამოიყენონ უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს