თურქეთში ინფლაცია ოქტომბერში ოდნავ შენელდა. სამომხმარებლო ფასები წელიწადში 61,4%-ით გაიზარდა, სექტემბერში - 61,5%-ით, ინფორმაცია ქვეყნის სტატისტიკურმა სამსახურმა (Turkstat) გამოაქვეყნა.
Trading Economics-ის გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა ინფლაციის 62,1%-მდე აჩქარება იწინასწარმეტყველეს.
სურსათზე ფასების ზრდა ოქტომბერში 72%-მდე შემცირდა სექტემბრის 75,2%-დან, კომუნალური მომსახურების კუთხით - 42,3%-დან 26%-მდე.
ამავდროულად, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფასები 59,1%-დან 61%-მდე გაძვირდა, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება 50,3%-დამ 72%-მდე გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვის მომსახურება 81,3%-ით (70,3%-დან).
სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბერში 3,4%-მდე შემცირდა სექტემბრის 4,75%-დან.
თურქეთის ცენტრალური ბანკი ელის, რომ ინფლაცია 2023 წელს 65%-ს მიაღწევს და 2024 წელს 36%-მდე დაეცემა.
თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში პარასკევს 0,15%-ით დაეცა და $1-ზე დაახლოებით 28,3949 ლირა ღირდა, წინა სესიის დახურვის 28,3534 ლირასთან შედარებით.