2025 წელს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორმა გააძლიერა თავისი პოზიცია, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდმა. ამასთან, გლობალურ ზრდაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ლიდერობდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკა მსხვილ ბაზრებს შორის ყველაზე ჩამორჩენილი აღმოჩნდა.

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) მიერ ჩატარებული კვლევის (Economic Impact Research, EIR) თანახმად, მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორის წვლილმა გლობალურ მშპ-ში 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს, 11.6 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გლობალური ეკონომიკის 9.8%-ს შეადგენს.

სექტორის ზრდა (4.1%) თითქმის 50%-ით აღემატებოდა გლობალურ ეკონომიკურ ზრდას (2.8%), რაც ხაზს უსვამს მის როგორც გლობალური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალის როლს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორმა 2025 წელს 366 მილიონი სამუშაო ადგილი (10.9%) უზრუნველყო - ეს მაჩვენებელი აშშ-ის მთლიან მოსახლეობაზე მეტია. ასევე, მსოფლიო მასშტაბით ახალი სამუშაო ადგილებიდან ყოველი მესამე სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე