საქართველოს საკითხი ევროკავშირში - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დაანონსებული შეხვედრის შემდეგ თბილისში კომენტარები კეთდება.
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას მოლოდინი აქვს, რომ ევროკავშისი ტონი უფრო მკაცრი იქნება და საგარეო საქმეთა მინისტრები "ოცნებისგნა" პასუხებს მოითხოვენ შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო.
"ბოლო ანგარიშებში და მითითეტებში, იყო ძალიან კონკრეტული მითითება და ეს ეხებოდა პირველ რიგში, გამოუძიებელ საქმეებს, აქტივისტების მიმართ ძალადობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, დაპატიმრებული ჟურნალისტის და აქტივისტების გათავისუფლებსი მოთხოვნას, არჩევნებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, შემდეგ როდესაც გადამოწმდა ეს მიმართულებები, არცერთი მიმართულებით არ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ვალდებულებსი შესრულება, ამიტომ, უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მკაცრ ტონს", - აცხადებს ეკა ბესელია.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი კი ფიქრობს, რომ ევროკავშირი იქნება ხისტი "ერთ პატრონს დამორჩილებული რეჟიმების მიმართ" - ამ კონტექსტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საუბრობს "ოცნების" მინისტრების ვიზიტებზე ბუდაპეშტში და აცხადებს, რომ გარდა ბუდაპეშტისა, ივანიშვილის გუნდს სხვა ევროპულ დედაქალაქებში აღარ ჩაესვლებათ.
"მე საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ დღეს ფაქტობრივად ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბიძნა ივანიშვილსი რეჟიმს ელაპარაკებიან, ერთადერთი ევროპული დედაქალაქი სადაც ორმხრივი შეხვედრებისთვის. ჩადის ივანშვილის წარმომადგენელი ქალბატონი ბოჭორიშვილი, არის სწორედ ბუდაპეშტი. ანუ ერთსა და იმავე პატრონს დამორჩილებული რეჟიმები თანამშრომლობენ და რათქმა უნდა, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარება შეიცვალოს", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
თეონა აქუბარდიას თქმით, ინფორმაცია საქართველოზე, რომელიც ახლავს თან ანონსს, რომელიც ევროკავშირმა გაავრცელა, არის უმძიმესი და მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, თუ რა ტიპის რთული ვითარება შეიქმნა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციაში სავალდებულოდ უწერია.
"საქართველო უკვე სამხრეთ-კავკასიის კონტექსტშია წარმოდგენილი სომხეთ-აზერბაიჯანსი გვერდზე, იმ დერეფნების და მშვიდობის შესაძლებლობის კუთხით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათ შორის
ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტისთვის. ინფორმაცია საქართველოზე, რომელიც ახლავს თან ამ ანონსს, არის უმძიმესი და მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, თუ რა ტიპის რთული ვითარება შექმნა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციაში სავალდებულოდ უწერია", - ამბობს თეონა აქუბარდია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 21 აპრილს, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ამის შესახებ შეხვედრის დღის წესრიგშია ნათქვამი.
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება. მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.