ნავთობის გაძვირების გამო ელექტრომობილებზე და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება.
ელექტრომობილების გაყიდვებმა წელს შესაძლოა, მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვების თითქმის 30%-ს მიაღწიოს, რადგან ირანის ომის გამო საწვავის ფასების მკვეთრად გაიზარდა,- აღნიშნულია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველწლიურ ანგარიშში „ელექტრომობილების გლობალური პერსპექტივა 2026“.
გასულ წელს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 20%-ით გაიზარდა და ყველა ახალი გაყიდული ავტომობილის მეოთხედი ელექტრომობილი იყო.
სააგენტო ვარაუდობს, რომ 2025 წლის ძლიერი ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 23 მილიონს მიაღწევს, რაც მსოფლიოში გაყიდული ავტომობილის თითქმის 30%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ელექტრომობილების ახალი მოდელების გამოშვებას, 2026 წელს დაახლოებით 150 ახალი ელექტრო მოდელის გამოშვებაა გამოცხადებული, 2027 წელს დაახლოებით 70, ხოლო 2028 წელს 40. მომავალში, 2029 წლისთვის უკვე შვიდი მოდელის გამოშვებაა დაანონსებული.