აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ, მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

1tv.ge