აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ ავტომწარმოებლებმა და სხვა ამერიკულმა კომპანიებმა უფრო დიდი როლი შეასრულონ იარაღის წარმოებაში, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ პრაქტიკას მოგვაგონებს, იტყობინება The Wall Street Journal, მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, პენტაგონის მაღალჩინოსნებმა იარაღისა და სხვა სამხედრო წარმოების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელთან, მათ შორის General Motors-ის აღმასრულებელ დირექტორთან მერი ბარასთან და Ford Motor-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჯიმ ფარლისთან.