Nature Food-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას, გაიანას შეუძლია სურსათის წარმოებით თვითკმარი ქვეყანა იყოს და დამოუკიდებლად დააკმაყოფილოს თავისი მოსახლეობის მოთხოვნილებები შვიდი ძირითადი საკვები ჯგუფის მიმართ.

სხვა ქვეყნები, მათ შორის სოფლის მეურნეობის გიგანტები, მაინც დამოკიდებულნი არიან იმპორტზე სულ მცირე ერთ კატეგორიაში, წერს Visualcapitalist. ანალიზი მოიცავს ისეთ ძირითად პროდუქტებს, როგორიცაა სახამებლის შემცველ პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი და პარკოსნები.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც რეიტინგიდან ირკვევა, რეგიონის ქვეყნებს შორის ის ბოლო ადგილზეა. რეიტინგის მიხედვით თურქეთი და რუსეთი 5 პროდუქტს აწარმოებს, სომხეთი და აზერბაიჯანი 4-ს, ხოლო საქართველო მხოლოდ 2-ს.