აშშ-ის წამყვანმა  ბანკებმა 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული, 33 მილიარდი დოლარის საკუთარი აქციები გამოისყიდეს, – იუწყება Financial Times.

JPMorgan Chase & Co.-ს, Goldman Sachs Group-სა და Citigroup Inc.-ს აქციების უკან გამოსყიდვა ისტორიაში ყველაზე მაღალ დონეზე დაფიქსირდა, ხოლო Bank of America Corp.-სა და Morgan Stanley-ს აქციების უკან გამოსყიდვა ბოლო წლებში ყველაზე მაღალ დონეზე იყო.

„ყველა შემთხვევაში,  buyback–ის მოცულობა 30, 40 ან 50 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე ველოდით“, - განაცხადა Oppenheimer-ის წარმომადგენელმა კრის კოტოვსკიმ.

JPMorgan-მა პირველ კვარტალში აქციების უკან გამოსყიდვაზე უოლ სტრიტის სხვა წამყვან ბანკებთან შედარებით მეტი - 8.33 მილიარდი დოლარი დახარჯა.

ვრცლად interfax – ზე