აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიბანი და ისრაელი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც17:00 საათზე ამოქმედდება. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ესაუბრა როგორც ლიბანის პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნს, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

“ამ წამს შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან. ეს ორი ლიდერი შეთანხმდნენ, რომ მათი ქვეყნების მშვიდობის მისაღწევად ფორმალურად დაიწყებენ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას 17:00 საათიდან [ვაშინგტონის დროით].

სამშაბათს, ორი ქვეყანა 34 წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ აქ, ვაშინგტონში, ჩვენს დიად სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.

ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს დენ კეინს დავავალე, რომ ისრაელთან და ლიბანთან იმუშაონ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოს მასშტაბით 9 ომის მოგვარება და ეს მე-10 იქნება, ასე რომ წინ, გავაკეთოთ ეს!” - წერს ტრამპი.

კიდევ ერთ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ ის აუნსა და ნეთანიაჰუს ვაშინგტონში მოიწვევს, რაც “1983 წლიდან პირველი შინაარსიანი საუბრები იქნება ისრაელსა და ლიბანს შორის”.