შვედეთში ქალაქ უფსალას უნივერსიტეტის (Uppsala universitet) მეცნიერების თქმით, საკულტო კომპიუტერულ თამაშზე, „ტეტრისზე“ დაფუძნებული თერაპია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მქონე ადამიანებს რთული, ტრავმული მოგონებების დაძლევაში ეხმარება.
„ევროპულსი“ წერს, რომ 20-წუთიანი სესიების განმავლობაში, კვლევის მონაწილეები ატრიალებდნენ და ალაგებდნენ მრავალფეროვან გეომეტრიული ბლოკებს „ტეტრიში“. თუმცა ეს მხოლოდ თამაში არ იყო — აღმოჩნდა, რომ ეს აქტივობები პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანებს ტრადიციული მეთოდების გამოყენებასთან შედარებით გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარებოდა.
პირველ ეტაპზე მონაწილეებმა მოკლედ გაიხსენეს ის ეპიზოდი, რომელიც მათ აწუხებდათ. შემდეგ მათ ასწავლეს „გონებრივი ბრუნვის“ ტექნიკა - ობიექტების გონებრივად წარმოდგენისა და გადაადგილების უნარი. შემდეგ მათ ეს უნარი დაბალი სიჩქარით ტეტრისის თამაშში გამოიყენეს, რიცხვების ბლოკებით ჰორიზონტალური ხაზების შექმნით. მნიშვნელოვანი იყო ამ ბლოკების ბრუნვის პროცესი და არა ის, თუ რამდენ ქულას დააგროვებდა მონაწილე.
შედეგები შედარებული იქნა ორ საკონტროლო ჯგუფთან: ერთმა მიიღო სტანდარტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა, კიდევ ერთმა ალტერნატიული თერაპია, რომელიც მოცარტის მოსმენას გულისხმობდა.
ოთხი კვირის შემდეგ, ტეტრისის თერაპიის მონაწილეთა 70%-ს სრულიად გათავისუფლდა შეტევებისგან, რომლებიც მათ აწუხებდათ. შედარებისთვის, სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 20% იყო, ხოლო მოცარტის მსმენელებს შორის - 13%.