დონალდ ტრამპის მუქარის მიუხედავად, ინდოეთის ხელისუფლება რუსული ნავთობის შეძენას არ შეწყვეტს. ქვეყანა ნავთობის 35%-ს რუსეთისგან იღებს. ინდოეთის ხელისუფლებამ ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა და ტრამპის მუქარა “უსამართლოდ” შეაფასა. 

დელიში აცხადებენ, ინდოეთს საკუთარი ინტერესების დაცვის სრული უფლება აქვს და თუ ტრამპს ვინმესთვის ტარიფების დაწესება სურს, პირველად მან ეს დასავლელ პარტნიორებთან უნდა გააკეთოს, რადგან რუსული ნავთობით ისინიც არანაკლებ ვაჭრობენ.

ამერიკის პრეზიდენტი ინდოეთს 100%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა და 25%-იანი ტარიფების დაწესებით პირველი ნაბიჯიც უკვე გადადგა.